შეიქმნება თუ არა კრიზისი ახალი პრეზიდენტის არჩევის დროს? - რა წერია კანონში?

11.09.24 17:32
შეიქმნება თუ არა კრიზისი ახალი პრეზიდენტის არჩევის დროს?  - რა წერია კანონში?

შეიქმნება თუ არა კრიზისი ახალი პრეზიდენტის არჩევის დროს? - კანონის  თანახმად, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ქვეყნის ახალი მთავარსარდალი საარჩვენო დელეგატებმა უნდა აირჩიონ. პირველივე ტურში პრეზიდენტის ასარჩევად 300-დან 200 დელეგატის ხმაა საჭირო. ასეთი რაოდენობის მხარდამჭერების მოპოვება კი შესაძლოა, ნებისმერ პოლიტიკურ პარტიას გაუჭირდეს.

“სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის განმარტებით, ახალი წესის თანახმად, 150 დელეგატი ახლი მოწვევის პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტდება - დანარჩენი 150 კი რეგიონების საკრბულოების და  უმაღლესი საბჭოს წევრებით შეივსება, ამათგან 21 დეპუტატი აჭარის უმაღლესი საბჭოდან, 20 კი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან. რაც შეეხება დანარჩენ 109 დეპუტატს, ისინი პოლიტიკურმა პარტიებმა საკრებულოდან უნდა აირჩიონ, იმ შედეგების მიხედვით, რაც ჯერ კიდევ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მათ დააფიქსირეს.

როგორც “სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ამბობს, ყვეალფერი დამოკიდებულია იმ 150 დეპუტატზე, რომელიც ახლა პარლამენტში შევა. შესაბამისად, თუ ოპოზიცია მოიპოვებს გამარჯვებას, მას მეტი შანსი ექნება მეტი ადამიანი ჰყავდეს კოლეგიაში და საკუთარი კანდიდატიც გაიყვანოს. 

საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შედიან პარლამენტის 150-ივე წევრი, ასევე აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და მუნიციპალიტეტების საკრებულოს წარმომადგენლები.

109 წევრიდან 55-ს  ოპოზიციური პარტიები დაასახელებს, 54 -ს კი “ქართული ოცნება“. ძირითადად, საპარლამენტო არჩევენების შედეგები განსაზღვრავს, ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი. თუ „ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს და პარლამენტში ოპოზიციური კოალიცია ჩამოყალიბდება, მათ ექნებათ დიდი ალბათობით შესაძლებლობა რომ გაიყვანონ, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი.

თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმათა საკმარის რაოდენობას, ინიშნება მეორე ტური, ორი საუკეთესო შედეგის კანდიდატს შორის, გამარჯვებული კი ის ხდება, ვინც მეტ ხმას დააგროვებს“,- ამბობს შოთა ნარსია. 

ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც Figaro-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, რომ მანდატის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა, მეორე ვადით იყაროს კენჭი.

მსგავსი სიახლეები