"ოცნების" სიაში დასახელებული სპორტსმენების მიმართ ბულინგი აბსოლუტურად მიუღებელია - კობახიძე
საქართველოს მოქმედი პრემიერი, ირაკლი კობახიძე საზოგაოების კრიტიკას, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში სპორტსმენების დასახელებასთან დაკავშირებით, ბულინგად აფასებს.
ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი მედიასთან საუბრის დროს ირწმუნება, რომ ქართველი ხალხის მიერ "ოცნების" საარჩევნო სიაში შესული სპორტსმენების კრიტიკა "მორიგი კამპანიაა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია".
"ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანებისთვის ქართული სპორტისა და საქართველოს წარმატება ძვირფასი არ არის" - ამტკიცებს პრემიერი.
რაც შეეხება კამპანიას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც დასახლედნენ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ის ბულინგი, რაც ჩვენ მივიღეთ, აბსოლუტურად მიუღებელია. ესეც არის მორიგი აქტი, რომელიც არ შეშვენის არც საარჩევნო გარემოს და არც ასეთ კულტურას. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სინამდვილეში ასეთი ადამიანებისთვის საერთოდ არ არის ძვირფასი საქართველოს წარმატება, ქართული სპორტის წარმატება", - ამბობს კობახიძე.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" სიის პირველი ოცეული ცნობილია:
- ბიძინა ივანიშვილი
- ირაკლი კობახიძე
- ირაკლი ღარიბაშვილი
- შალვა პაპუაშვილი
- მამუკა მდინარაძე
- თეა წულუკიანი
- ლაშა ტალახაძე
- ვახტანგ თურნავა
- მაკა ბოჭორიშვილი
- გენო პეტრიაშვილი
- სოზარ სუბარი
- მარიამ ქვრივიშვილი
- ანრი ოხანაშვილი
- ნიკოლოზ სამხარაძე
- ეკა ჭიჭინაძე
- შოთა ბერეკაშვილი
- ლევან მახაშვილი
- მიხეილ ყაველაშვილი
- გიორგი გაბუნია
- ლიკა შარტავა