"ის ცდილობდა ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში და ჩაუვარდა" - კობახიძე როთის ვიზიტზე
ირაკლი კობახიძე მიხეილ როთის საქართველოში ვიზიტს არაფრისმომცემს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჩვენს ქვეყანაში შელახული რეპუტაცია აქვს.
მეტიც, კობახიძე როთს საქართველოში რევოლუციურ პროცესებში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დიპლომატს ეს პროცესი "ჩაუვარდა".
აბსოლუტურად არაფრისმომცემი არ არის. ეს ადამიანი ქართველი საზოგადოების თვალში არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ის ცდილობდა ჩართულიყო რევოლუციურ პროცესებში და ჩაუვარდა ეს მცდელობა. ნუ რა ფასი უნდა ჰქონდეს ოპოზიციისთვის მის ჩამოსვლას, მე არ ვიცი. ის ცდილობს, რომ მხარი დაუჭიროს ოპოზიციას, თუმცა, მე მგონია, რომ კონტრპროდუქტიული იქნება ოპოზიციისთვის მისი ჩამოსვლა, იმდენად შელახული აქვს მას ამ ქვეყანაში რეპუტაცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის - გერმანელი პოლიტიკოსი ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს 16-18 სექტემბერს ესტუმრება.