ეს ადამიანი აცდენილია ყველაფერს - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს კვლავ ოპოზიციის “მარიონეტად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ “ეს ადამიანი აცდენილია ყველაფერს“.
პრემიერის მტკიცებით, “ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის რიგებშია და მისი ასეთი არალოგიკურობა აბსოლუტურად ლოგიკურია.“
ეს ადამიანი აცდენილია ყველაფერს. იცით, რომ ის არ სარგებლობდა დიდი ნდობით, მაგრამ ჩვენი ხათრით, არჩეულ იქნა შესაბამის თანამდებობაზე და დღეს პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს და აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის ბანაკში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის არის რადიკალური ოპოზიციის რიგებში. არის სამწუხაროდ, მათი ერთ-ერთი მარიონეტი, ამის ფონზე მისი ასეთი ალოგიკურობა არის აბსოლუტურად ლოგიკური“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტი Figaro-სთან ინტერვიუში ამბობს, მმართველი პარტია დასუსტებულია, გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ და გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.