ივანიშვილის ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი - კობახიძე დებატებზე
ივანიშვილის ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი - ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციას არცერთ წარმომადგენელს საქართველოში იმის რესურსი არ აქვს, რომ "ოცნების" დამფუძნებელი დებატებში გამოიწვიოს.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან, "ეს დიდი კადნიერება იქნებოდა"
ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან ამაზე ფიქრიც, რომ რამენაირად მოინდომონ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა. უბრალოდ მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი. უნდა გქოდნეს ელემენტალურად ისეთი რეპუტაცია შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს. ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს", - ამბობს კობახიძე.
თავად პრემიერი ოპოზიციასთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ამბობს, რომ ოპონენტები მასთან დებატებს საპარლამენტო ფორმატში უკვე რამდენჯერმე გაექცნენ.
რაც შეეხება დებატებს, თქვენ იცით, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ფორმატში დებატებს და რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, იმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. რაც შეეხება ზოგადად დებატებს, თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად ინტერპელაციის წესით მოეთხოვათ ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. ასეთ პირობებში მათი მხრიდან დებატებზე საუბარი, რა თქმა უნდა, არარელევანტურია", - განაცხადა კობახიძემ.