ზურაბიშვილი მეორედ "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი ვერ გახდება - კობახიძე
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკურ წონას უწუნებს - ქვეყნის პრემიერი ამტკიცებს, რომ "სალომე ზურაბიშვილთან დებატებს არავითარი ფასი არ გააჩნია".
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტად აცხადებს და ირწმუნება, რომ "ზურაბიშვილი მეორედ "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი ვეღარ გახდება".
არავითარ პრობლემას არ ვხედავ დებატებში, პირიქით, ისინი გაურბიან დებატებს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მასთან დებატებს არავითარი ფასი, სირთულე არ აქვს. დებატები უნდა იყოს რთული მაინც, რომ დებატები ღირდეს.
ჩვენი მხადაჭერა არის დაახლოებით 60%. ამ პირობებში ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს არავითარი შანსი არ აქვს. მთელს ოპოზიციას, რომელიც დღეს ლახავს ბარიერს, აქვს 20%-მდე. ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობამ" დატოვა პრეზიდენტის პოსტზე მას შემდეგ, რაც მან კონსტიტუცია დაარღვია, მაგრამ მეორედ ნაცმოძრაობის პრეზიდენტი ვერ გახდება", - ამბობს კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.