რა კრიტერიუმებით დააკომპლექტა “ოცნებამ“ სიის ოცეული? - კობახიძის კომენტარი
რა კრიტერიუმებით დააკომპლექტა “ქართულმა ოცნებამ“ სიის ოცეული? - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუნდი საკმაოდ მრავალფეროვანია, სადაც არიან როგორც სტაჟიანი პოლიტიკოსები, ასევე ახალი სახეები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, ოლიმპიური ჩემპიონები და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.
პრემიერი აქვე ოპოზიციას შემადგენლობასაც უწუნებს და ამბობს, რომ ისინი გადახალისებას ვერ ახერხებენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის. ხედავთ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ გადახალისებას, განახლებას, ამის არავითარი რესურსი არ აქვთ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მეამაყება, რომ ჩვენ გუშინ დავასახელეთ და წარვადგინეთ ასეთი ოცეული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.