ქუთაისიდან სტამბოლში საოპერაციოდ წასული ქალი მეგობარმა კაცმა დანით აჩეხა - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
მძიმე სენით დაავადებული ქალის მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით. ქუთაისიდან სტამბოლში საოპერაციოდ წასული მაია ალფაიძე მეგობარმა კაცმა დანით აჩეხა. მანამდე უმოწყალოდ სცემა და ცოცხალ-მკვდარი სასტუმროს მისაღებში დატოვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ირკვევა, რომ ქალი ოპერაციისთვის ემზადებოდა და ბევრს მუშაობდა, რომ საკმარისი ფული ეშოვნაა.
წინასწარი ინფორმაციით, კაცი მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა. ვრცელდება სასტუმროს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ირკვევა, რომ კაცი მკვლელობის შემდეგ სასტუმროდან გაიქცა, მიმალვას ცდილობდა, მაგრამ პოლიციამ მაინც დააკავა. სასტუმრო სადაც მკვლელობა მოხდა დალუქულია, რადგან თურქმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ დაწესებულებას ლიცენზია არ ქონდა.
სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.