"ოცნებამ" ბოლო შანსი გამოიყენა - გაამართლებს თუ არა ივანიშვილის სიის სათავეში ყოფნა?

11.09.24 20:06
"ოცნებამ" ბოლო შანსი გამოიყენა - გაამართლებს თუ არა ივანიშვილის სიის სათავეში ყოფნა?

 

წაგების შიშის აღიარება - ოლიგარქმა ქართული ოცნების  გაცამტვერებული რეპუტაციის გადარჩენა არავის ანდო და მაშველი რგოლის  ფუნქცია თავად იკისრა.  გაამართლებს თუ არა მისი ყოფნა სიის სათავეში, არჩევნებზე  გამოჩნდება. მაგრამ ფაქტია, რომ ოცნებამ ბოლო შანსი გამოიყენა და ეს არის პირველი შემთხვევა როცა ბიძინა ივანიშვილი  სიაში ჩაეწერა.  ასეთი რამ 2012 წელსაც კი არ მომხდარა, როცა ოლიგარქის გუნდი ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოდა.

ივანიშვილთან ერთად გამსვლელ სიაში იქნება მისი ცოლის დაქალიც, ეკა ჭიჭინაძე. პირველ ოცეულშია კახა კალაძის ცოლის დაქალის ქმარიც. ბევრი ვნახეთ ირაკლი კობახიძის გარემოცვიდანაც, მაგრამ არავინ ღარიბაშვილის სამეგობროდან. ოცეულიდან გაწიეს არჩილ თალაკვაძე, რომელიც წინა არჩევნებზე სიაში მეორე ადგილზე იყო. მის მსგავად სიის სათავეში ვერ მოხვდა ვერცერთი ის  მეოცნებე, ვინც ივანიშვილს თავგამოდებით იცავდა და იმედი ქონდა, რომ ეს  ყველაფერი დაუფასდებოდა.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები