პოლიტიკური თავდასხმების სერია - წალენჯიხაში ხალხისთვის განხორციელებულმა პროექტებმა "ოცნება" გააღიზიანა
პოლიტიკური თავდასხმების სერია წალენჯიხაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო. ქალაქში, სადაც "ოცნებამ" არჩევნებში კრახი განიცადა, ოლიგარქის გუნდს ხალხისთვის გაკეთებული სასიკეთო საქმეები აღიზიანებს. იერიში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის ლიდერმა მოქალაქეებისთვის მიცემული დაპირება შეასრულა და ქალაქში სპორტული კომპლექსის აშენება არა ბიუჯეტის ფულით, არამედ საკუთარი სახსრებით დააფინანსა.
ხაზარაძის გაშავებისთვის სამთავრობო პროპაგანდამ მოქალაქეებიც გამოიყენა. ვრცელდება წალენჯიხაში მცხოვრები დევნილის, დავით კაკაჩიას ინტერვიუc, რომელიც მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. კაცი ამტკიცებს,რომ ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში ერთი ოთახის სანაცვლოდ ოპოზიციის ლიდერი მას ორ სახლს დაhპირდა, მაგრამ ორის ნაცვლად, ერთი მიიღო. ფაქტების გადამოწმების შედეგად და საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ხაზარაძემ დავით კაკაჩიას შეუძინა 1400 კვ მიწა, ორი სახლით ავეჯით და ტექნიკით.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.