ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი? - როგორ ხედავს ზურაბიშვილის შანსებს "ოცნება"
პრეზიდენტის პოლიტიკური განაცხადს "ოცნება" შტურმით პასუხობს. პრემიერი სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით გაპრეზიდენტებას გამორიცხავს და რეიტინგს უწუნებს. ეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ოცნებას არჩევნებზე 25 პროცენტიანი მხარდაჭერა უწინასწარმეტყველა. თუმცა იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ მოცემულობაში საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს პირდაპირ არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე.
მომავალ პრეზიდენტს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. მათგან 150 პარლამენტის წევრია, დანარჩენი 150 კი რეგონების საკრებულოების და უმაღლესი საბჭოს წევრებით უნდა შეივსოს. ამიტომ ყველაფრი დამოკიდებულია იმაზე, რა პოლიტიკური ბალანსი დაჯდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში რაელური შანსი აქვს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩიოს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.