მძიმე გზავნილები ვაშინგტონიდან - რა პასუხები აქვთ "ოცნებაში"
მძიმე გზავნილები ვაშინგტონიდან არ წყდება - ამჯერად ყურადღების ცენტრში სენატია, სადაც ხვალ საქართველოს საკითხზე უნდა იმსჯელონ, თუმცა ხმაურიან განხილვამდე ერთი დღით ადრეც "ოცნების" რუსული პოლიტიკა კონგრესმენების დღის წესრიგშია. "ხელისუფლება დიქტატურის გზას დაადგა" - სომხეთის კრიზისზე საუბრისას კონგრესმენებმა საქართველოს გვერდი ვერ აურეს.
უმწვავესი განცხადებების ერთ-ერთი ავტორი მეგობარი აქტის ინიციატრი ჯო ვილსონია. პუტინის კანონის ზუსტი ანალოგის საქართველოში ამოქმედება ამერიკისთვის წითელი ხაზია. სენატში გამართულ მოსმენაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შტატების პოზიცია "ქართული ოცნების" მიმართ ორპარტიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ვაშინგტონში მოკავშირე აღარ ჰყავს და არც ამერიკული არჩევნების იმედი უნდა ქონდეს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.