“კი ევროპას - ეს არის ის განაცხადი, რომელსაც ჩვენ ერთიანობით 26 ოქტომბერს გავაკეთებთ“- თინა ბოკუჩავა
“თბილისმა ამაყად კიდევ ერთხელ თქვა - კი ევროპას. ეს არის ის განაცხადი, რომელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ ერთიანობით 26 ოქტომბერს გავაკეთებთ“,- ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ რიყის პარკში, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თბილისის კამპანიის ღონისძიებაზე - “კი ევროპას” განაცხადა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისი ევროპის ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად აქცია, განახორციელა ყველაზე ამბიციური პროექტები თბილისში და სწორედ მან შექმნა თანამედროვე თბილისის ღირსშესანიშანობები, რომელსაც ჩვენ აქ ვხედავთ. სააკაშვილმა ზუსტად 15-ჯერ გაზარდა ტურისტების რაოდენობა. გააოთხმაგა ეკონომიკა, თბილისში მსოფლიო ლიდერები ჩამოიყვანა. მაგრამ დღეს ნაცვლად იმისა, რომ თბილისი შესაძლებლობების ქალაქი იყოს, ის გახდა სიღატაკის და უპერპექტივობის ქალაქი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.