ჩვენი ლიდერები სიმპათიით და პოზიტიურად უყურებენ ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე - კუპრაძე
“ეს მზაობა ჩვენ წინასწარ, მათ შორის ჩვენს ლიდერებს, გამოთქმული გვაქვს და ისინი სიმპათიით და პოზიტიურად უყურებენ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე“- ასე შეაფასა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით შესაძლო გაპრეზიდენტება.
კუპრაძემ, არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ფორმირებაზეც ისაუბრა და ამ პროცესში პრეზიდენტის ფუნქციას გაუსვა ხაზი.
ჩვენ ამაზე არაერთგიზს გვითქამს, რომ სალომე ზურაბიშვილს დავუჭერთ მხარს, თუ მას ეს სურვილი ექნება. როგორც მოვისმინეთ ის ფიქრობს და განიხილავს ამ ვერსიას, როცა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ ინსტიტუციონალური პარტია, რომელიც გადაწყვეტილებებს შესაფერისი სამართლებრივი ფორმებით იღებს. ეს მზაობა ჩვენ წინასწარ, მათ შორის ჩვენს ლიდერებს, გამოთქმული აქვთ და სიმპატიით და პოზიტიურად უყურებენ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე.
არჩვენების შემდეგ ხელისუფლების ფორმირებას რაც შეხება, ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა მედიატორის ფუნქცია და როლი შეასრულოს, ეს ჩვენთვის წინააღმდეგობრივი არ არის, მთავარია რა დაკვეთას გასცემს ხალხი. რა დაკვეთასაც გასცემს, ეს აისახება არჩევნების შემდეგ, რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი პროდასავლური უმრავლესობა, შემდეგ ვინ გასწევს მედიციას ამ პროცესში, ეს მნიშვნელოვანია, ის უნდა იყოს ნეიტრალური და ზურაბიშვილი არის ნეიტრალური ფიგურა ამ პროცესში“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, Figaro-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მანდატის ამოწურვის შემდეგ, მეორე ვადით იყაროს კენჭი.
ამასთან, ფრანგულ Figaro-სთან ინტერვიუში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილის პარტია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ დასუსტებულია და გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ.