ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის მოქმედება სწორედ არჩევნების წინ შეაჩერონ

11.09.24 22:58
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის მოქმედება სწორედ არჩევნების წინ შეაჩერონ

"სამართლიანობის" ლიდერი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ,  რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არჩევნების წინ გამოაცხადოს და ამდენხნიანი დაგვიანებაც, სწორედ ამას ემსახურება.

ბესელია დაგვიანების სხვა მიზეზს ვერ ხედავს და ამბობს, რომ “იმდენად ხელისგულზე იდო ყველა არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეჩერდეს კანონი, რომ მოხლოდ სახელი იყო დასარქმევი.“

ახლა პირველად გიზიარებთ აზრს, რომელეიც გამიჩნდა. იმდენად ალოგიკურად გადაიდო გამოცხადება, მეთერთმეტე დღეა და არ ჩანს გადაწყვეტილება, ახლა მაქვს ასეთი განცდა, არჩევნების წინ ხომ არ აპირებენ გამოაცხადონ და შეაჩერონ კანონის მოქმედება და ეს იყოს დაკავშირებული არჩევნებთან. თუ არადა ეს გადაწყვეტილება უკვე გამოცხადებული უნდა ყოფილიყო, რადგან სხვაგვარად გაუგებარია. არგუმენტების ძებნა არ სჭირდებათ, ხელისგულზე იდო ყველა არგუმენტი, რატომ უნდა გაჩერდეს ამ კანონის მოქმედება და რატო უნდა განიხილონ ეს სარჩელი. ამაზე ფიქრისთვის არ სჭირდებათ იმ მოსამართლეებს ამდენი დღე. მათ თვალებში და სახეზე ვკითხულობდი, რომ ყველაფერი ესმოდათ, ახლა მხოლოდ სახელია დასარქმევი, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, რომ ეს მოხდეს ოქტომბერში“,- განაცხადა ბესელიამ. 

"სამართლიანობის" ლიდერი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას“ არაფერი აღარ ეშველება, ხალხი გაუშვებს მათ, ვერაფრით მოიგებენ ამ არჩევნებს, რადგან ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.  

მსგავსი სიახლეები