ივანიშვილმა ყველაზე უფრო ხელშეუხებელი რესურსი, საკუთარი თავი, სასწორზე დადო - ეკა ბესელია
"სამართლიანობის" ლიდერის, ეკა ბესელიას შეფასებით, “ოცნების“ სიის სათავეში ჩადგომა ბიძინა ივანიშვილს იმიტომ მოუხდა, რომ მას სხვა რეზერვი და ადამიანური რესურსი აღარ გააჩნია.“
ბესელია მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ის ჭარბი ნდობა აღარ აქვს, რომელიც 2012 წელს ჰქონდა.
ჩემთვის სევდიანად საყურებელი იყო ის ცენა, სადაც უკანასკნელი რესური, ამ დრომდე ყველაზე უფრო ხელშეუხებელი რესურსი, საკუთარი თავი, სასწორზე დადო და მან ჩათვალა, რომ ეს ის არჩევნებია, სადაც მას აღარაფერი აქვს ისეთი, რაზედაც უარს იტყვის. ის რასაც ერიდებოდა ყველა წინა არჩევნებზე, ყოფილიყო საარჩევნო სიაში, უკვე ამ ნაბიჯზეც წავიდა. იმიტომ რომ ძალიან უჭირს, მილევად რეჟიმშია “ოცნება“ და ეს ეტყობოდა სცენას, სადაც იდგნენ ადამიანები, რომელთა გვერდით დგომა ივანიშვილისთვის უხერხული უნდა ყოფილიყო. არ ვგულისხმობ 2 ოლიმპიელს, რომელთა სცენაზე აყვანაც დასჭირდათ.
მდინარაძის და ოხანაშვილის გვერდით, რომ სცენაზე იქნება ამაზე დიდი მარცხი 12 წლის შემდეგ ძნელად წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს. რადგან ის ამ ნაბიჯზე წავიდა, მას სხვა რეზერვი და ადამიანური რესურსი აღარ აქვს. სწორედ ამიტომ მოუხდა სიის სათავეში ჩადგომა. ლოგიკურია, როდესაც ამოგეწურება სათადარიგო სკამი, ხარ ძალიან კრიტიკულ და მძიმე მდგომარეობაში და უკვე საკუთარი თავი წარუდგინა ამომრჩეველს“,- განაცხადა ბესელიამ.