"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებს გვიან ღამით უცნობი პირები დაუპირისპირდნენ
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს გვიან ღამით რამდენიმე პირმა სააგიტაციო მასალის გავრცელების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელის შეშლა სცადა.
როგორც “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრი, ამირან ნატრიაშვილი აღნიშნავს, მათ თავს წინასწარ ორგანიზებული, “ოცნების” ზონდერების ჯგუფი დაესხა.
ჩვენ დავურეკეთ ჩვენს მეგობრებს და როდესაც მოვიდნენ ჩვენი მეგობრები, ეს ადამიანები ისევ დაბრუნდნენ უკან. ამის შემდგომ მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ რა მაისურები გაცვიათ, ვის უჭერთ მხარს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იყვნენ “ოცნების” ზონდერები, ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ჩვენს მიმართ განეხორციელებინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობა.” - განაცხადა ნატრიაშვილმა
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.