დევნილები დახმარებას ითხოვენ

12.09.24 10:52
დევნილები დახმარებას ითხოვენ

ბედის ანაბარად მიტოვებული დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები - ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 15-მდე ოჯახი ამტკიცებს, რომ უკვე წლებია დაუმისამართებელ შენობაში ცხოვრობენ და ფართები დაკანონებას უშედეგოდ ცდილობენ.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, ხალხი ამტკიცებს, რომ ამ დრომდე მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ირკვევა, რომ ოჯახებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანხა უკვე შესთავაზა, თუმცა ბიუჯეტი იმდენად მიზერული აღმოჩნდა, რომ მოქალაქეებმა ალტერნატიული საცხოვრებლის შეძენა ვერ შეძლეს.

გაურკვევლობაში მცხოვრები ადამიანების პრობლემები კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა მოისმინეს.

მსგავსი სიახლეები