"ოცნება" საშიშ გზას დაადგა - ეკა ბესელია
"ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა აჩვენებს იმას, თუ რამდენად საშიშ გზას დაადგა "ოცნება" - ამის შესახებ "სამართლიანობის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ "პირველებთან" განაცხადა.
ეკა ბესელიას თქმით, დასავლეთის მიერ საქართველოს ბელარუსის გვერდით მოხსენიება დიდი მარცხია.
ეს მოსმენაც აჩევენებს, თუ რამდენად საშიშ გზას დაადგა "ქართული ოცნება". როდესაც ბელარუსიის გვერდით საქართველოს მოიხსენიებენ, ამაზე დიდი მარცხი საქართველოს ხელისუფლებას არაფერი არ აქვს. იმ პროგრესის შემდეგ, რაც ქვეყანას ჰქონდა წლების წინ, დღეს აჩვენებს უკიდურესად დაბალ ზღვარს, რომლის იქეთ უკვე ავტორიტარული მმართველობა ფორმდება", - ამბობს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს სენატში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის მთავარი თემა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკა, რუსული კანონი და მოახლოებულ არჩვნებში რუსეთის როლი იქნება.