ივანიშვილისა და მისი გუნდის არჩევანია, რომ პუტინის, ლუკაშენკოს, ჩრდილოეთ კორეას რიგებში ჩადგნენ - უსუფაშვილი
"ივანიშვილისა და მისი გუნდის არჩევანია, რომ პუტინის, ლუკაშენკოს, ჩრდილოეთ კორეას რიგებში ჩადგნენ" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "პირველებთან" ისაუბრა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" არაერთი მცდელობა, ჩამოაშოროს საქართველო ევროპას და მოაქციოს ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში, მარცხით არის განწირული.
ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, უბრალოდ ფაქტს აფიქსირებს. ეს იყო ივანიშვილისა და მისი გუნდის არჩევანი, რომ დიახ, ისინი ჩადგნენ იმ რიგში - პუტინი, ლუკაშენკო, ჩრ. კორეა, მაგრამ ცხადია, ეს არ გამოუვათ", - ამბობს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს სენატში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის მთავარი თემა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკა, რუსული კანონი და მოახლოებულ არჩვნებში რუსეთის როლი იქნება.