ირაკლი ანთაძე: ცხინვალის ციხეში 10 ადამიანი რჩება, უკანონო ბორდერიზაციის რვა შემთხვევა დაფიქსირდა

12.09.24 11:46
ირაკლი ანთაძე: ცხინვალის ციხეში 10 ადამიანი რჩება, უკანონო ბორდერიზაციის რვა შემთხვევა დაფიქსირდა

ამ წუთებში სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა იმართება. ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმთან ბოლო თვეებში დაფიქსირებულ უკანონო ქმედებებს განიხილავს.

ამ დრომდე უკანონო რუსულ ტყვეობაში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში 10 ადამიანი რჩება.

ირკვევა ისიც, რომ წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპანტებმა 8-ჯერ განაახლეს ბორდერიზაციის უკანონო სამუშაოები როგორც ქარელის, ისე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში.  

გარდა ამისა, დაფიქსირდა გატაცების 6 შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზთან გაიტაცეს ტაჯიკეთის მოქალაქეებიც, რომლებიც მალე გათავისუფლდნენ.

განვიხილავთ ყველა ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. უკანონო ბორდერიზაციის რვა შემთხვევა დაფიქსირდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ადგილი ჰქონდა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას და ასევე რამდენიმე მონაკვეთზე რკინის ძელები დამონტაჟდა. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, ექვსი მოქალაქე იქნა უკანონოდ დაკავებული. 10 სექტემბერს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ტაჯიკეთის მოქალაქეები უკვე გათავისუფლდნენ. ასევე დააკავეს მამა-შვილი ჯოხაძეები. მამა, რომელიც ხანდაზმულია, გაათავისუფლეს. ამ დროისთვის პატიმრიბაში რჩება საქართველოს ათი მოქალაქე. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ისინი უმოკლეს დროში დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები