ეს რუსები უნდა გავუშვათ და სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა, ერთხელ და სამუდამოდ, მოვაგვაროთ - ელისაშვილი
პრობლემები სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები დღეს ბაგებში იმყოფებოდნენ და იმ უკიდურესად მძიმე ვითარებას გაეცნენ, რომელიც სტუდენტურ საცხოვრებელშია.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი "უღირსად" გამოიყურება, რადგან სტუდენტებს საცხოვრებლებში ნორმალური საარსებო პირობებიც კი არ გააჩნიათ.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლება არა საკუთარ მოსახლეობაზე, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაზე ზრუნავს.
რა უშლიდა "ქართულ ოცნებას" ხელს თორმეტი წლის განმავლობაში, აეშენებინა, სტუდენტური საცხოვრებლები? რატომ ვერ მოახერხეს, რატომ ვერ მოაბეს თავი სტუდენტური საცხოვრებლის აშენებას, ნორმალურის ცივილიზებულის, ღირსეულის, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები იცხოვრებენ, რამხელა პრობლემაა, წარმოიდგინეთ.
ვინც თბილისში ცხოვრობს, მათთვის არ არის პრობლემა უნივერსიტეტში სიარული, აბა წარმოიდგინეთ, რეგიონებიდან რომ ბავშვები ჩამოდიან, რამდენი ხარჯი უნდა მოიკლონ, რამდენი ხარჯი უნდა გაიღოს ოჯახმა, თავს არავის არ გადასდის ფული და შემოსავალი, განსაკუთრებით, რეგიონიდან ჩამოსულ ბავშვებს და ბევრი მათგანი გაჭირვებული ოჯახის შვილია, გავუსწოროთ თვალი რეალობას. ჩამოდიან, ფულს სესხულობენ, ბოლო კაპიკებს შოულობენ, ყიდიან ძროხას და რას არ, რომ ბავშვებს უქირაონ ბინა თბილისში.
ცეცხლი უკიდია ფასებს უძრავ ქონებაზე, ძალიან რთული და ძვირია ბინის ქირაობა თბილისში და ბავშვმა რაზე იფიქროს, რომ მის ოჯახს ფული ექნება, რომ ბინა უქირაოს თუ იმაზე იფიქროს, რომ ისწავლოს და ადეკვატური განათლება მიიღოს. რა უნდოდა ამ პრობლემის მოგვარებას? ერთადერთი რამ უნდოდა, ფული არ აქვთ? 25 მილიარდი ლარია სახელმწიფოს ბიუჯეტი და რამდენიმე საცხოვრებლის აშენებას 5 მილიონი დასჭირდებოდა თავი-ბოლო, მაგრამ არ უყვართ ეს ქვეყანა, არ უყვართ ეს ხალხი, ისინი ემსახურებიან, აბსოლუტურად, სხვა ქვეყანასა და სხვა ქვეყნის ინტერესებს, რუსეთს ემსახურებიან ისინი და ამიტომ.
ეს რუსები უნდა გავუშვათ და, მათ შორის, ეს პრობლემა, სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა, ერთხელ და სამუდამოდ, მოვაგვაროთ, ავაშენოთ ნორმალური, ცივილიზებული, ადეკვატური საცხოვრებლები, სადაც ბავშვები ისწავლიან და დარდი აღარ ექნებათ, რომ მათი ოჯახები ფულს გამოუგზავნიან იქითა თვეში თუ ვერ გამოუგზავნან, ბინას იქირავებს თუ ვერ იქირავებს, სწავლის გაგრძელებას შეძლებს თუ ვერ შეძლებს. ამას გავაკეთებთ ჩვენ, კოალიცია - "ძლიერი საქართველო". 26 ოქტომბერს შევცვლით ხელისუფლებას და 27-დან დავიწყებთ რეალური, ნამდვილი პრობლემების მოგვარებას", - თქვა ელისაშვილმა.