ზელენსკი: რუსებმა 137 ათასი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, სასჯელები არ უნდა იყოს ნაკლები
„გამარჯვების გეგმამ“, შესაძლოა, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს - ამის შესახებ შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის პერიოდში რუსებმა 137 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლებ
დღეს არსებობს, სულ ცოტა, 137 000 მიზეზი, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. 137 000 – ეს არის ამ დროისთვის ცნობილი რიცხვი მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ და ეს ნიშნავს, რომ სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლები.
"გამარჯვების გეგმამ“, შესაძლოა, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს. პარტნიორები თუ მხარს დაუჭერენ გეგმას, უკრაინას გაუადვილდება, რომ აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი.