"აბსურდი" - აშშ რუსული დაზვერვის სამსახურის ბრალდებაზე
"აბსურდი" - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ განცხადებას, რომლითაც რუსული დაზვერვის სამსახურმა თქვა, რომ "შტატებს არჩევნებში "ოცნების" გამარჯვებისთვის ხელის შეშლა სურს".აშშ – რუსული დაზვერვის სამსახურის ბრალდებაზე
როგორც მეთიუ მილერმა "აქცენტთან" ინტერვიუში აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება .
ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ რუსეთის სპეცსამსახურების მსგავს ბრალდებებს აბსურდულს ვუწოდებთ. აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ომს დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციას აგრძელებს", – განაცხადა პრეს–სპიკერმა.
საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრი მორიგ განცხადებას ავრცელებს - ოკუპანტი ქვეყნის უწყება ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ცდილობს, დაგეგმილ არჩევნებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეშვეობით ჩაერიოს.