სახელმწიფო საიდუმლო მასალების გასაჯაროება - სუს-ში გამოკითხვების სერია იწყება
სახელმწიფო საიდუმლო მასალების გასაჯაროება - სუს-ში გამოკითხვების სერია იწყება. მოწმის სტატუსით საგამოძიებო უწყებაში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორნგისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომლებს და დამფუძნებელს ელოდებიან.
სუსმა ორგანიზაციის ოფისში და თანამშრომლების სახლში ჩხრეკა რამდენიმე საათის წინ ერთდროულად ჩაატარა. ამოღებულია ტექნიკა,ორგანიზაციის დოკმენტები და თანამშრომლების მობილური ტელეფონები.
რა კავშირი აქვს სახელმწიფო საიდუმლოებასთან არასამთავრობო ორგანიზაციას მოწმის სახით დაბარებულმა პირებმა არ იციან. მესამე სექორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შესაძლოა, ხელისუფლება მათზე შურს იმის გამნო ძოიობს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აღარ არიან.
ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ „ოცნებიდან“ წამოსულები ვართ და ბევრი თემები ვიცით არჩევნებთან დაკავშირებით და ალბათ გამოთიშვა არის ჩვენი ამ საარჩევნო პროცესიდან..., - ამბობს „სამოქალაქო მონიტორნგისა და განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი ყუფარაძე.
ლილუაშვილის უწყება საქმეს 320-ე „სახელმწიფო საიდუმლოების გათქმის მუხლით იძიებს“ და ამბობს, რომ გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.