კარპენტერის გზავნილები მიემართება იმ ხალხს, რომლებიც შესაძლოა, ძირგამომთხრელ საქმიანობებში ჩართული იყვნენ - ბუაძე

12.09.24 13:21
კარპენტერის გზავნილები მიემართება იმ ხალხს, რომლებიც შესაძლოა, ძირგამომთხრელ საქმიანობებში ჩართული იყვნენ - ბუაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძემ მაიკლ კარპენტერის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ დასავლეთი დაინტერესებულია, საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები კარგად ხედავს, რომ "ოცნების" მმართელობის პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეუძლებელია, ამიტომ ბუაძე აღნიშნავს, რომ ის გზავნილები, რაც ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააჟღერა, მიემართება იმ ხალხს, რომლებიც შესაძლოა, "ძირგამომთხრელ საქმიანობაში ჩართულნი იყვნენ".

დაინტერესებულები და ჩართულები არიან, რომ აქ დაგეგმილი მართლაც სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტით და იმ სტანდარტით, რომელსაც ექნება ნდობა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ასევე ევროკავშირისგან. ევროკავშირში ინტეგრაცია არის შეუძლებელი "ოცნების" პირობებში. ამას ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები და ზუსტად ამას უკავშირდება ის ცალსახა გზავნილები იმ ხალხისთვის, რომელიც შესაძლოა, ჩართული იყოს სხვა ძირგამომთხრელ საქმიანობაში", - ამბობს ბუაძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკ კარპენტერმა "ამერიკის ხმას" საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინტერვიუ მისცა

"თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის შემაფერხებელი იქნება" - თქვა კარპენტერმა

ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" არ შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებას, მაშინ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება.

მსგავსი სიახლეები