ირაკლი ნადირაძე მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში - "რაც აქ ხდება დიდი მასკარადია"

12.09.24 13:42
ირაკლი ნადირაძე მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში - "რაც აქ ხდება დიდი მასკარადია"

 

ირაკლი ნადირაძე სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში - ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოაცხადებული.

დღევანდელ პროცესზე 4 პოლიციელი დაიკითხა. ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ სხდომას დიდი მასკარადი უწოდა და თქვა, რომ სამართალდამცველებმა სხდომაზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.

ნადირაძე ეჭვობს, რომ მოსამართლემ სხდომაზე შესვენება ინსტრუქციის მისაღებად გამოაცხადა. 

დღეს მოიყვანეს 4 პოლიციელი, რომლებსაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. გვითხრეს, რომ თურმე ატარებდნენ სპეცოპერაციას და სპეცოპერაციის დროს ნაწილი ამბობს, რომ კამერა გაფუჭებული იყო და არ მუშაობდა, ნაწილი ამბობდა, რომ არ აწარმოებდნენ გადაღებას. ამბობდნენ, რომ თურმე იქ 50-მდე ადამიანი უშლიდა ხელს, მაგრამ დაადასტურეს, რომ ამ 50-70 ადამიანიდან მაინცდამაინც აგვარჩიეს 2 ადამიანი. ერთი გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ეძგვერაძე და მეორე სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ნადირაძე. ეს არის ერთი დიდი მასკარადი და ეხლა მოსამართლე გავიდა შესვენებაზე, მხოლოდ იმიტომ რომ ინსტრუქცია მიიღოს, რა სასჯელი უნდა მოგვცეს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერის ადვოკატი აცხადებს, რომ პროცესზე შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან ჩარევას ჰქონდა ადგილი ჰქონდა.

როცა პოლიციელები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევდნენ, ცდილობდბენ ჩარეულიყვნენ, რამოდენიმეჯერ, მოსამართლეც კი მიეხმარა - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

სასამართლოზე გამოჩნდა, რომ პოლიციელებმა ვერ თქვეს, სად დააკავეს, როგორ დააკავეს. ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს. შსს-ს წარმომადგენლები ცდილობდნენ, როცა პოლიციელები  ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევდნენ, ჩარეულიყვნენ და გაეჩერებინათ, რამოდენიმეჯერ, მოსამართლეც კი მიეხმარა, მაგრამ სასამართლოში ყველამ დაინახა, რომ ირაკლი ნადირაძე იმიტომ კი არ დააკავეს, რომ რაიმე სახის ადმინისტრაციული სამართლადღვევა ჩაიდინა, ერთ-ერთი პოლიციელი გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უშლიდა ხელს რაღაც ღონისძიებას და რატომ დააკავეს მაინცდამაცინც ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე? - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნადირაძე გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები