ბავშვები სასკოლო წელს სკოლის გარეშე ხვდებიან - ანა დოლიძის საგანგებო მიმართვა რუსთავიდან
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ქვემო ქართლში იმყოფებიან, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავენ.
რა აწუხებს ხალხს და როგორია კოალიციის გეგმები, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ საკითხებზე ანა დოლიძემ რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა.
„დღეს რუსთავში მორიგ სკოლასთან ვართ, სადაც „კუს ნაბიჯებით“ უკვე მერამდენე წელია რემონტი მიმდინარეობს. რუსთავში ე.წ „მომთაბარე ბავშვების“ დიდი რაოდენობაა, ბავშვების, რომლებიც ერთი სკოლიდან მეორეში დადიან. ამ სკოლაში ყოველ წელს ელოდებიან, რომ 1 სექტემბერს, ახალი წლის დასაწყისში თავის სკოლაში მივლენ. კორუფციის, უნიათობის და იმის გამო, რომ მართვა არ იცის განათლების სამინისტრომ, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში იწელება. ამის ფასს იხდიან ჩვენი ბავშვები თავისი სიმშვიდით, თავისი სწავლის დონით, იმით, რომ განათლებაში საქართველო ბოლო ადგილზეა ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც კი და ჩამორჩება რუსეთსაც ყაზახეთსაც, აზერბაიჯანსაც, სომხეთსაც. საკუთარი ჯიბიდან ამის ფასს ჩვენი მშობლები იხდიან. მშობლები ყოველთვე 50 ლარს იხდიან იმისთვის, რომ ბავშვები სულ სხვა სკოლაში ატარონ"- აცხადებს ანა დოლიძე.