საქართველო პოლიტიკურ გზაგასაყარზე - ამერიკელი პოლიტიკოსების მორიგი გაფრთხილება "ოცნებას"
ამერიკელი პოლიტიკოსების კიდევ ერთი მკაცრი გაფრთხილება "ქართულ ოცნებას" - ამერიკის კონგრესში, სადაც საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის ფარგლებში იმ მავნე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენაზე იმსჯელეს, რომელსაც აშშ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა გაუმკლავდეს, საუბარი საქართველოს საკითხსაც შეეხო.
ამერიკელმა კონგრესმენებმა წარმომადგენელთა პალატაში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები განიხილეს და ორ სახელმწიფოს შორის მზარდი პარტნიორობის შესახებ შეშფოთება გამოთქვეს.
როგორც კონგრესმენმა ჯიმ კოსტამ "ამერიკის ხმის" კორესპონდენტთან საუბრის დროს განაცხადა, ჩინეთმა საკუთარი მავნებლური ძალისხმევით სხვადასხვა ქვეყნისთვის ძირის გამოთხრა სცადა, რისი საშიშროების წინაშეც, კოსტას თქმით, საქართველოც დგას.
მე მაშფოთებს ჩინეთის გავლენა საქართველოზე და ევროპის სხვა ნაწილებზე. ჩვენ უკვე ვნახეთ მათი გავლენის შედეგები აფრიკაში. ჩინეთი ჩვენი მეტოქეა. მათ არაერთხელ სცადეს, ძირი გამოეთხარათ მავნე გავლენით დასავლური დემოკრატიებისთვის და გავლენა მოეხდინათ განვითარებად ქვეყნებზე. ვფიქრობ, მთავარი ის არის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა ევროპაშიც და სხვაგანაც ითანამშრომლონ იმისთვის, რომ გააუვნებლონ ჩინეთის ძალისხმევა ქვეყნებზე მავნე გავლენის მოსახდენად. ვფიქრობ, მკაფიო უნდა ვიყოთ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს ძალისხმევაში და ვეძებოთ კონსტრუქციული გზები ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. ვიცით, როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ და არც ეს არის ხელშემწყობი. ნათელია, რას ფიქრობს პუტინი საქართველოზე, ან მოლდოვაზე. ეს არის უკრაინაში მისი შეჭრის გამართლების მიზეზების ნაწილიც. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატიული და დემოკრატიისკენ მსწრაფვი ქვეყნები, რომელთაც თავისი გამოწვევები აქვს, ისევე როგორც საქართველოს", - ამბობს დემოკრატი კონგრსმენი, ჯიმ კოსტა.
კონგრესში მოწვეული ექსპერტები კი ამბობენ, რომ საქართველო ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვან, გადამწყვეტ ფაზაშია, როდესაც მან უნდა დაამტკიცოს, თუ რა გზას ირჩევს და ვისთან სურს ყველაზე ახლო ურთიერთობა.
მთავარი ის არის, რომ რაღაც ეტაპზე ქართველებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ვფიქრობ, ეს არჩევანი შეიძლება, საპარლამენტო არჩევნებზეც გაკეთდეს. არ შეიძლება, ერთდროულად თავს აჩვენებდე, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გსურს. პროცესი, რომელიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო გაიყინა და ცდილობდე, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ეპატიჟებოდე ოფშორული ანგარიშებიდან ქვეყანაში რუსულ ბინძურ ფულს და ა.შ.. შესაძლოა, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჯერ კიდევ არ არის ასეთი პირდაპირი, მაგრამ რეალობა ის არის, რომ არჩევანი უნდა გაკეთდეს", - ამბობს დელიბორ როჰაჩი.