ექსპერტი: ქართველებს მოუწევთ აირჩიონ, სურთ, დემოკრატიის ნაწილი იყვნენ, თუ თავი მყარად დაიმკვიდრონ ჩინეთსა და რუსეთის სამეზობლოში

12.09.24 14:34
ექსპერტი: ქართველებს მოუწევთ აირჩიონ, სურთ, დემოკრატიის ნაწილი იყვნენ, თუ თავი მყარად დაიმკვიდრონ ჩინეთსა და რუსეთის სამეზობლოში

 

 

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებების გამო გაიყინა" - ასეთი შეფასებები ისმოდა კონგრესში, სადაც საქართელო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობას განიხილავდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კონგრესში მიწვეულმა ექსპერტმა, დელიბორ როჰაჩიმ თქვა, რომ ოქტომბერში ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, თუ სად და ვისთან ერთად სურს დგომა: 

მთავარი ის არის, რომ რაღაც ეტაპზე დარე თუ გვიან,  ქართველებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ვფიქრობ, ეს არჩევანი შეიძლება, საპარლამენტო არჩევნებზეც გაკეთდეს.

არ შეიძლება, ერთდროულად თავს აჩვენებდე, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გსურს. პროცესი, რომელიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო გაიყინა და ცდილობდე, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ეპატიჟებოდე ოფშორული ანგარიშებიდან ქვეყანაში რუსულ ბინძურ ფულს და ა.შ.. შესაძლოა, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ზოგი ჯერ კიდევ არ არის ასეთი პირდაპირი, მაგრამ რეალობა ის არის, რომ არჩევანი უნდა გაკეთდეს.

მე ვნახე "ოცნების" საარჩევნო პლაკატები საქართველოში ევროკავშირის დროშითა და პარტიის ლოგოთი ერთსა და იმავე ფოტოში. არ მგონია, ეს ასე მუშაობდეს. ვფიქრობ, ქართველებს მოუწევთ აირჩიონ, სურთ, დასავლური დემოკრატიების საზოგადოების ნაწილი ივყნენ, თუ სურთ, რომ თავი მყარად დაიმკვიდრონ ჩინეთსა და რუსეთის სამეზობლოში და შემდეგ ამ ორზე დამოკიდებული გახდნენ", - ამბობს დელიბორ როჰაჩი.

მსგავსი სიახლეები