ჩვენი პარტნიორები აკვირდებიან, თუ რა მოხდება საქართველოში - არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი - წერეთელი
“სხვა გზა გარდა დემოკრატიული წინსვლისა და კონსოლიდაციის, საქართველოში არ არსებობს, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ დისტანცირებული ცივილიზებული მსოფლიოსგან.” - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას.
მისივე თქმით, მოსალოდნელი სანქციები საქართველოს სრულ იზოლაციას გამოიწვევს, რაც სიღარიბეს კიდევ უფრო გაზრდის.
სხვა გზა გარდა დემოკრატიული წინსვლისა და კონსოლიდაციის, საქართველოში არ არსებობს, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ დისტანცირებული ცივილიზებული მსოფლიოსგან.” - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას.
ჩვენი პარტნიორები აშშ-ში და ევროპაშიც აკვირდებიან რა მოხდება საქართველოში და არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. დღეს რაც ისმის, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ნებისმიერი დემოკრატიული ჩარჩოსთვის და ფორმატისთვის, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას უნდა ანგარიში გაუსწოროს ხელისუფლებამ და არასამთავრობო სექტორს და რუსული კანონის იმპლემენტაციით ეს საქმე უკვე დაწყებულია, ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ეს განცხადებები საქართველოს მეგობრებისა და მხარდამჭერების მხრიდან, იმიტომ, რომ სხვა გზა გარდა დემოკრატიული წინსვლისა და კონსოლიდაციის, საქართველოში არ არსებობს, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ დისტანცირებული ცივილიზებული მსოფლიოსგან, რა თქმა უნდა, სანქციებიც იქნება და სამწუხაროდ, ქვეყანა აღმოჩნდება იზოლაციაში, სიღარიბით და განვითარების ტემპების დაგდებით.” - განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკ კარპენტერმა "ამერიკის ხმას" საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინტერვიუ მისცა.
"თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის შემაფერხებელი იქნება" - თქვა კარპენტერმა.
ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" არ შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებას, მაშინ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება.
ამასთან, კარპენტერმა საქართველოს პრემიერის განცხადება, ოპოზიციური სპექტრის აკრძალვასთან დაკავშირებით, არადემოკრატიულ ნაბიჯად შეაფასა.