პროკურატურამ „სირცხვილიას“ წევრებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა
პროკურატურამ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტები ძალადობრივი ჯგუფების პირდაპირი ადრესატები არ იყვნენ, რის გამოც აღნიშნულ სტატუსს ვერ მიიღეებენ.
„სირცხვილიას“ წევრები და უფკებადამცველები გადაწყვეტილებას ჯერ ზემდგომ პროკურორთან, შემდეგ კი სხვა ინსტანციებში გაასაჩივრებენ.
პროკურატურისგან ჩვე მივეჩვიეთ, რომ ისინი არიან პოლიტიკურად მოტივირებულები და ზუსტად იმას გააკეთებე, რასაც ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს. ბუნებრივია, რომ იმ ტოტს არ მოჭრიდა „ქართული ოცნება“, რომელზეც ზის და თავისივე დადგმულ სასტიკ დანაშაულს არ გამოიძებდა და შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის არ მოცემაც ზუსტად ამის ნიშანია. თუ ვინმეს ჰფგონია, რომ ეს არ არის ფისქოლოგიური ტერორი, როდესაც შემოვარდნას ცდილობენ და მოკვლით გემუქრებიან, კი ბატონო, მაშინ სხვა რეალობაშ ცხოვრობს ხალხი, - ამბობს „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი.
მოძრაობის წევრები დაზარალებულად ცნობას 5 ივლისს განვითარებული პროცესების გამო ითხოვდნენ, როდესაც ძალადობირივი დაჯგუფების წევრები მათ ოფისში კარის შემტვრევასა და შეღწევას ცდილობდნენ.