მზადება ივანიშვილის დასახვედრად - გორში უფუნქციო ლამპიონები ჩამოხსნეს და ხეებს ტოტები მოაჭრეს
14 სექტემბერს, მოძრავი აკვარიუმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე შიდა ქართლის მოსახლეობას შეხვდება - ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად გორში სამზადისი ორი დღით ადრე დაიწყო. ქალაქში, მმართველი პარტიის შეკრების გამო, გორის საკათედრო ტაძრამდე მისასვლელი გზა დილიდანვე გადაკეტილია.
საავტომობილო გზების პარალიზებასთან ერთად, სცენის სიდიდის გამო ხეებს ტოტები მოაჭრეს და ის ლამპიონები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა, ჩამოხსნეს.
ამასთან, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, სოსო ბაბაევი აცხადებს, "ქართული ოცნების" პარტიული ღონისძიების გამო, კერძო ავტომობილები გორის ტაძრის ტერიტორიას ევაკუატორების დახმარებით განარიდეს.
სამი დღე გადაიკეტება გზა, გაჩერდება ბიზნესი და სამი დღე ექნებათ დისკომფორტი გორელებს, რომ ამ ქუჩაზე ვერ გამოივლიან შეფერხების გარეშე. იმის მაგივრად, რომ ხალხზე იზრუნონ, პირიქით, ზღუდავენ ყველაფერში ხალხს. ჩემი მანქანა აქ უშლიდა ხელს, მითხრეს, რომ მანქანა უნდა გადაეყვანათ. გასაღები არის სამართველოში. მოიყვანეს ევაკუატორები, დაამტვრიეს ხეები, დააზიანეს მანქანა", - ამბობს ბაბაევი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.