დაიწყებს თუ არა პროკურატურა გივი მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიებას? - რას ამბობენ "ოცნებაში"
დაიწყებს თუ არა პროკურატურა გივი მიქანაძის წინააღმდეგ გამოძიებას? - პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ გივი მიქანაძე 2006 წლის მარტში თანამდებობიდან გადამდგარი იყო და ციხის ბუნტის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"ეს აჩვენებს გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას" - თქვა პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ლავან გოგიჩაიშვილის ბრიფინგის საპსუხოდ.
რაც შეეხება გივი მიქანაძეს, ის როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომელსაც თავის დროზე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, იყო წასული საზღვარგარეთ და მუშაობდა საზღვარგარეთ. არანაირი კავშირი რა თქმა უნდა, ამ საკითხთან არ აქვს. ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ.
პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტზე ისაუბრა.
- 2006 წელს პატიმრების ამბოხების შემდეგ #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარი დაშავდა.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ამბობს, რომ მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, ხოლო გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და სასჯელაღსრულების სისტემას კურირებდა.
„ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ გივი მიქანაძე იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა” - ამბობენ გიორგი გახარიას გუნდში.