ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობა და რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს სრულდება - "ძლიერი საქართველო"

12.09.24 16:20
ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობა და რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს სრულდება - "ძლიერი საქართველო"

''ძლიერი საქართველო'' საარჩევნო კამპანიას აგრძელებს - კოალიციის ლიდერები  ქვემო ქართლში იმყოფებიან და შეხვედრებს ადგილობრივ  მოსახლეობასთან  მართავენ. 

 რას გააკეთებენ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ? - ამ თემებზე მოსახლეობას ''ძლიერი საქართველოს'' ლიდერები თაზო დათუნაშვილი და ლანა გალდავა ესაუბრნენ. 

12 წლიანი ჭაობი, რომელშიც  ქვეყანა დღეს იმყოფება. სწორედ ეს მმართველობა და  რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს - თქვა დათუნაშვილმა მარნეულში. 

"ძლიერი საქართველოს’’ საარჩევნო კამპანია გრძელდება, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაწარმოებთ გამარჯვების კამპანიას. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობამ ყველგან გაიგოს, რომ ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობა და რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს სრულდება.

ჩვენ ვიმყოფებით მარნეულის რაიონში, ხუტოლეჟნაჯინში რომელშიც ყველაზე ნათელი მაგალითია, სადაც შეიძლება  დავინახოთ ის 12 წლიანი ჭაობის, რომელშიც ეს ქვეყანა იმყოფება.

ეს არის ინფრასტრუქტურული ჯოჯოხეთი, რომელიც ივანიშვილმა მოაწყო თავის კლეპტოკრატიულ რეჟიმში, სადაც კორუფციაზე არის მორგებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. სოფლები, ქალაქები, დაბები რჩება  უგზოდ და წყლის გარეშე.

ჩვენი მიზანია, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ, დაიწყოს შეუწყვეტელი აღმშენებლობა და ძლიერი საქართველო ნამდვილი რეალობა გახდეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს იმ ისტორიული მისიის მატარებელი, რასაც შუა დერეფნის მისია ჰქვია, რომელიც აზიას და ევროპას დააკავშირებს საქართველოს გავლით, ინფრასტრუქტურის გაძლიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ამის, ეს იქნება რუსთავის და თბილის დამაკავშირებელი გზა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტზე გადატანა, ეს იქნება საგზაო და ტყის ინფრასტრუქტურის მოწყობა ეს არის მთავარი ფუნდამენტი ჩვენი გაჯანსაღების და იმის, რომ დეცენტრალიზაციის პირობებში თითოეული სოფელი და ქალაქი იყოს თავის თავის პატრონი და მოახერხოს ეკონომიკური გაძლიერება. ჩვენ ამას განვახორციელოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ ამბავს მივიტანთ  თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან და ამ 45 დღის მანძილზე, რომელიც რჩება საქართველოს მოქალაქეებს  დავუბრუნებთ იმედს და რწმენას საკუთარ მომავალში, რომელიც ივანიშვილმა გაუქრო და უნდა, რომ აცხოვროს ეს ქვეყანა მუდმივ აწმყოში. ამიტომ ‘’ძლიერი საქართველო’’არის ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც ამ ჭაობს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს'', - განაცხადა თამაზ დათუნაშვილიმა. 

''ძლიერი საქართველოს'' ლიდერის ლანა გალდავას განცხადებით , კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში დასრულდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან. 

ოპოზიციონერი კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა რეგიონში, სადაც ჩავიდნენ ყველგან ერთი სურათი დახვდათ - ეს შეჩერებული და განადგურებული პროექტებია: 

,, ძლიერი საქართველო’’  9 ნომერი გპირდებათ დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.  არ შეიძლება, რომ ყველა რეგიონში სადაც მივდივართ გვხდებოდეს შეჩერებული მშენებლობები, ყველა პროექტი. კორუფციულად  განიავებული ბიუჯეტებს და ამავდროულად ვაფრთხილებთ  ხელისუფლებას ბიუჯეტი არ არის მათი ფული, არ არსებობს სახელმწიფოს ფული, არსებობს ჩვენი ყველას ფული, რომელსაც ვიხდით ამიტომაც ეს ფული უნდა მოხმარდეს ხალხს. საქართველოს ხელისუფლება არის საკუთარი კომფორტის სამსახურში და არ არის ხალხის სამსახურში. ‘’ძლიერი საქართველო’’ გპირდებით თქვენ მსახურებას, იქნება ამ ქვეყანაში აღმშენებლობა, 1000 ლარიანი პენსია, ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია ქვეყნის განვითარება იქნება ეროვნული ინტერესის შესაბამისი და გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, რომელიც  დიდი სტიმულაცია  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის'',- ამბობს ლანა გალდავა.  
 

მსგავსი სიახლეები