“ოცნება“ ბლოკავს 14 მილიარდს და ამას ჩვენ მოვუტანთ ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ - მანჯგალაძე

12.09.24 16:33
“ოცნება“  ბლოკავს 14 მილიარდს და ამას ჩვენ მოვუტანთ ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ - მანჯგალაძე

ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია ადასტურებს სწორედ იმას რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ არ უნდათ რომ 14 მილიარდი მიიღოს საქართველომ და მისმა მოქალაქემ.” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
 
მისივე თქმით, “ოცნების” ხელისუფლებას აღნიშნული დაფინანსების სათანადოდ გამოყენების უნარი და კომპეტენცია არ გააჩნია, რაც 26 ოქტომბრის შემდეგ შეიცვლება.
 
 
ევროკავშირის მიერ გამოყოფილ 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაქცია ადასტურებს სწორედ იმას რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, მათ არ უნდათ რომ 14 მილიარდი მიიღოს საქართველომ და მისმა მოქალაქემ.
 
ასევე, არ გააჩნიათ არც კომპეტენცია და უნარი ამ 14 მილიარდის სათანადოდ გამოყენების. პირდაპირ ვამბობთ, ჩვენი კოალიციის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ  26 ოქტომბერს ოპოზიციის, ქართველი ხალხის  გამარჯვებისთანავე, დიახ, ჩვენ გვექნება წვდომა იმ 14 მილიარდზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, დაბლოკილია საქართველოს მოქალაქეებისთვის „ქართული ოცნების“ ანტიქართული და ანტიეროვნული ქმედებების გამო (რუსული კანონის მიღება, ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შეუსრულებლობა და სხვა.)
 
დიახ, 14 მილიარდით საქართველო მიაღწევს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას;
 
დიახ, ქართული სოფელი მიიღებს 1 მილიარდიან ევროკავშირის სუბსიდიას სოფლის მეურნეობისთვის;
 
დიახ, სტუდენტებისთვის აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებლები-კამპუსები;
 
დიახ, შეიქმნება ათასობით ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი.
 

„ქართული ოცნება“  ბლოკავს 14 მილიარდს და ამას ჩვენ მოვუტანთ ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცესის დაწყებისთანავე.” - განაცხადა მანჯგალაძემ 

მსგავსი სიახლეები