შევთანხმდით, რომ თბილისში ჩვენი სამი პარტია შეთანხმებულად გავა მაჟორიტარების ნაწილში - ელენე ხოშტარია
შევთანხმდით, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში ჩვენი სამი პარტია შეთანხმებულად გავა მაჟორიტარების ნაწილში, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. საუბარია სამ ოპოზიციურ პარტიაზე“ „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“.
გვინდა გაგაცნოთ ჩვენი თანამშრომლობის და კოორდინაციის გეგმები. ჩვენ ვართ განსაკუთრებულ არჩევნებში, არჩევნებში, რ ომელიც არსებითად არის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის შესახებ, ეს არის რეფერენდუმი მშვიდობასა და ძალადობას შორის, ჩცვენს დასავლურ ორიენტაციასა და რუსეთის მონობაში ყოფნას შორის. ჩვენ კოალიციური შეთავაზების ფარგლებში დღეს შევთანხმდით, რომ თბილისში ჩვენი სამი პარტია შეთანხმებულად გავა მაჟორიტარების ნაწილში. მივესალმებით ენმ-ს გადაწყვეტილებას, რომ თბილისში მაჟრიტარები არ დააყენოს და დაუთმოს ეს დანარჩენ ოპოზიციას და შესაბამისად, ევროპული საქართველო, გირჩი და დროა შეთანხმდა თუ რა ტიპის განაცხადს გავაკეთებთ და ძალიან მალე კონკრეტულ კანდიდატებს შემოგთავაზებთ, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარტია „ევროპული საქართველოში“ დილიდან პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.