აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში - ჯინ შაჰინი
ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი ჰელსინკის კომისიაში გამართულ სხდომას ეხმაურება, სადაც სომხეთის საკითხზე იმსჯელეს და ისაუბრეს საქართველოზეც.
შაჰინის თქმით, შტატებმა უნდა გააგრძელოს სომხეთის და მისი მეზობლის, საქართველოს მხარდაჭერა.
სომხეთმა დიდი ნაბიჯები გადადგა ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს სომხეთის წინსვლის მხარდაჭერა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით და მხარი დაუჭიროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში,"- წერს შაჰინი X-ზე.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.