ავტოკრატები ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლებაში დასარჩენად - რიშის გზავნილი სენატიდან "ოცნებას"
ავტოკრატები ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლებაში დასარჩენად - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.
რიშმა საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ამხილა ევროპული გზის საბოტაჟში და თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ გზა არ ყოფილიყო ათვისებული საქართველოს მიერ.
ფაქტია, რომ ავტოკრატები ყველაფერს აკეთებენ დარჩნენ ხელისუფლებაში. ისინი იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს, რომ მოახდინონ რეპრესიები ოპოზიციაზე და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აგენტების კანონი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წინაააღმდეგ.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს საკითხი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაეხსნა გზა ევროკავშირისკენ, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს გზა არ ყოფილიყო ათვისებული საქართველოს მიერ. ჩვენ ვიცით, რომ 2012 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ძალაუფლება გადაეცა მშვიდობიანად. ამის შემდეგ, ჩვენ სულ უფრო და უფრო გვაოცებს ის, რაც ხდება საქართველოში. ქართველი ხალხი ნამდვილად იბრძვის იმისთვის, რომ მოიპოვოს თავისუფლება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ეს საკითხი გადაწყდება.
შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს მეტი იმისთვის, რომ დაძლიოს ეს დაბრკოლება და უნდა განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ საკითხის გადასაჭრელად", - განაცხადა რიშმა.
სენატორმა "ოცნების" რუსულ კანონზეც ისაურა და მას თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მომწამვლელი იდეა უწოდა.
რიშმა პირდაპირ თქვა, რომ საშიში კანონი სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წინაააღმდეგ არის მიმართული და ის იმ ღირებულებებს უთხრის ძრს, რომელსაც შტატები იცავს.
ეს კანონი არის მომმწავლელი იდეა თავისუფლების წინააღმდეგ. ის პირველად ვლადიმირ პუტინის მიერ იყო მიღებული. ეს არის იმისთვის, რათა ის მცირედი თავისუფალი სიტყვაც ჩაახშონ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ეს არის ძირის გამოთხრა იმ ღირებულებებისა, რომელსაც შტატები იცავს. ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოშიც, რომ აუკრძალოს ენჯეოებს თავისუფლება. საქართველოში ვხედავთ რეგრესს", - განაცხადა რიშმა.