“ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება ივანიშვილის კლანს რომ არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს“- ცისკარიშვილი
“ამ ქვეყანაში სამართალი რომ იყოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის კლანს არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს, უნდა ხვდებოდეს ხალხს, უნდა იყოს კამპანიაში სრულყოფილად ჩართული, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან ყველაზე მეტად მიშასი ეშინია ამ რეჟიმს” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, “ყველაზე მეტად მიშასი ეშინია ამ რეჟიმს, იმიტომ რომ იციან მისი გარეთ ყოფნის შემთხვევაში აქ ალბათ უკვე ათასობით ადამიანი იქნებოდა შეკრებილი.“
ამ ქვეყანაში სამართალი რომ იყოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის კლანს არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს, უნდა ხვდებოდეს ხალხს, უნდა იყოს კამპანიაში სრულყოფილად ჩართული, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან ყველაზე მეტად მიშასი ეშინია ამ რეჟიმს, იმიტომ რომ იციან მისი გარეთ ყოფნით, მისი რეფორმებით, რომელიც 8 წლის განმავლობაში გატარდა, იმ ხედვით, რომელიც მიშა სააკაშვილს აქვს საქართველოს მომავლისთვის, აქ იქნებოდა უკვე ალბათ ათასობით ადამიანი შეკრებილი, მათ შორის ის ხალხი, ვისზეც დღეს “ქართული ოცნება” თვლის, რომ მათი მხარდამჭერები არიან, ასეთი ადამიანიც ძალიან ბევრი იდგებოდა მიშას გვერდით.
სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ჰყავთ ჩაკეტილი, იზოლირებული, მაგრამ 26 ოქტომბერი იქნება ისტორიული დღე, როდესაც ქართველი ხალხი მასაც გაათავისუფლებს საქართველოსთან ერთად, შემოატრიალებს ჩვენს კურსს ევროპისკენ, რადგან არავის არ სურს იზოლაცია და სიღატაკე. ჩვენ ეს არჩევანი უკვე ისტორიულად გავაკეთეთ ევროპისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ და კეთილდღეობისკენ”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბადრი ბასიშვილი და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წევრი, ანო ბალიაშვილი დაესწრნენ.