"ოცნების" მძიმე ხუთშაბათი - უმკაცრესი გზავნილი თეთრი სახლიდან
"ოცნების" მძიმე ხუთშაბათი თეთრი სახლიდან დაიწყო. კონგრესში მიმდინარე განხილვამდე იყო კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი ვაშინგტონიდან. თუ არჩევნები დემოკრატიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, რეაგირებაც შტატებიდან შესაბამისი იქნება. ბაიდენის გუნდის უშიშროების საბჭოს მაღლჩინოსანის მძიმე განცხადებებს "ოცნება" თავდასხმით პასუხობს. მაიკ კარპენტერი, რომელიც ოფიციალურად თეთრი სახლის პოზიციას გამოხატავს, პაპუაშვილმა სიცრუეში დაადანაშაულა.
"ოცნებისთვის" მძიმე ორი თვის ათვლა დაიწყო. საერთაშორისო გრძელვადიანი მისიების უპრეცენდენტო რაოდენობა დააკვირდება წინაასარჩევნო გარემოს. მიმდინარე კვირაში მუშაობას იწყებს ეუთო ოდირის მისიაც. ჯამში საქართველოში ეუთოდან 400 დამკვირვებელი ჩამოდის, მათგან 350 უშუალოად არჩეევნების წინ. მისიის ხელმძღვანელს დღეს "ოცნების" ნარატივზე განმარტების გაკეთებაც მოუწია და იმის მტკიცება, რომ ეუთო ოდირი საქართველოში არა ვითარების ესკალაცის, არამედ მიუკერძოებელი სადამმკვირვებლო მისიით ჩამოვიდა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.