"ოცნების" დეპუტატის სკანდალი - დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას გივი მიქანაძის წინააღმდეგ?
"ოცნების" დეპუტატის სკანდალი - დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას გივი მიქანაძის წინააღმდეგ? წარსული საქმიანობა ივანიშვილის გუნდის წევრს დღეს გახარიას პარტიიდან შეახსენეს. არ არის გამორიცხული მიქანაძის სახელი და გვარი ე.წ ციხის ბუნტის ამბავში ფიგურირებდეს. ამ მოვლენების დროს მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე და უშუალოდ სასჯელაღსრულების სისტემის კურატორი იყო.
გახარიას პარტიაში ეჭვი აქვთ, რომ ოცნების მოქმედი დეპუტატი ერთ- ერთი მაღალჩინოსანი იყო, ვისთანაც თანხმდებოდა გადაწყვეტილებები პატიმრების ამბოხის ჩასახშობად. სპეცოპერაციას მაშინ რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩნდება კითხვა, თუ იცოდა მიქანაძემ რომ ასეთი რამ იგეგმებოდა, რატომ არ შეეწინააღმდეგა მაშინდელ თანაგუნდელებს. ან რატომ დარჩა ამის შემდეგ კიდევ ორი წელი ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.