"ჩვენ არ მივიწებეთ უცხოელი აგენტების იარლიყი, მზად ვართ მთავრობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად" - გიგაურის პასუხი შაჰინის კითხვაზე
"ჩვენ არ მივიწებეთ უცხოელი აგენტების იარლიყი, მზად ვართ მთავრობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად" - ასე უპასუხა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორ ჯინ შაჰინს კითხვას, "დაიწყო თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ დევნა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ ვინც რუსული კანონის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ".
შაჰინმა გიგაური შეაქო იმ ბრძოლისთვის, რასაც სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ეწევა.
მე ტაშს გიკრავთ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრს, რომელიც ცდილობს, რომ პასუხისმგებელი ჰყავდეს საქართველოს მთავრობა იმაზე, რაც საქართველოში ხდება. იმედი მაქვს, ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი, ამ კანონის მიღებით. გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები დადებითად განვითარდეს. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, შეგიძლია გვითხართ, რა ხდება უცხოური აგენტებს კანონზე, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, უკვე დაიწყო თუ არა დევნა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ ვინც არ დარეგისტრირდნენ? - ჰკითხა შაჰინმა გიგაურს.
ეკა გიგაურმა სენატორს ხაზგასმით უპასუხა, რომ რუსული კანონის რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, რადგან ქვეყნის პატრიოტები არიან და არა შპიონები და აგენტები.
ბევრი არ დაემორჩილა ამ კანონს. ჩვენ არ მივიწებეთ უცხოელი აგენტების იარლიყი, ჩვენ არ ვთვლით რომ ვართ აგენტები და შპიონები, რომელიც ძირს უთხრიან ქვეყნის მომავალს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ. ამიტომ 95 პროცენტი სამოქალაქო საზოგადოების არ დარეგისტრირდნენ. მთავრობას აქვს რამდენიმე კვირა, რომ დაიწყონ მონიტორინგი და მერე დააწესონ ჯარიმები, როგორც ეს კანონით არის გათვალწინები. ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ ვაერთიანებთ რესურსებს, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს.
შაჰინმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ჰკითხა - "ფიქრობთ, რომ ხალხის დიდ ნაწილს სჯერა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება?"
რაზეც ეკა გიგაურმა უპასუხა, რომ არჩევნების სამართლიანობა და თავისუფლება საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნების სამართლიანობა და თავისუფლება. ეს კანონი უქმნის დამკვირვებელ ორგანიზაციებს დაბრკოლებებს. ეს არჩევნები ქართველი ხალხის უმრავლესობითვის არის კრიტიკული, ეს არის არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის", - უპასუხა გიგაურმა.