კობახიძე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიელების და პარაოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიაზე არ მივა
საქართველოს პრემიერის დემარში - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიელების და პარაოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიაზე არ მივა - ამის შესახებ "პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ღონისძიებაზე მსივლას არ აპირებენ არც მტავრობის სხვა წევრები.
13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლის წინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარაოლიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს.
ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ ღონისძიებაც გაიმართება.
მზადება უვკე დაწყებულია, ორბელიანების სასახლესთან ამ წუთებში სცენას აწყობენ.
საღამოს 7 საათზე შეკრებილი საზოგადოება დახვდება ოლიმპიელებს. ამას ექნება ნამდვილად სახალხო ზეიმის ფორმა. ვიმეორებ პრეზიდენტის სიტყვებს, რომ ეს არის სახალხო ზეიმიდ ა ყველა ისნტანცია, რამდენად ყვეალს დაპატიჯება სჭირდება არ ვიცი, ვინც საჭირო იყო ყველა დაპატიჟებულია, თუმცა სახალხო ზეიმზე ყვეალს შეუძლია მოსვლა", - განაცხადა ვლადიმერ ონოფრიშვილმა.