კალანდარიშვილი "ტვ პირველის" წინააღმდეგ - ცესკოს შეფი ტელევიზიას სანქციების ამოქმედებას უანონსებს

12.09.24 20:20
კალანდარიშვილი "ტვ პირველის" წინააღმდეგ - ცესკოს შეფი ტელევიზიას სანქციების ამოქმედებას უანონსებს

 

კალანდარიშვილი ტვ პირველის წინააღმდეგ.  ცესკოს შეფი გვემუქრება და სანქციების ამოქმედებას გვიაანონსებს. ოცნების მიერ პოსტზე დასმული მაღალჩინოსანი მას შემდეგ  გაბრაზდა, რაც გაიგო, რომ "შაბათის" გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდი ამზადებს რეპორტაჟს საარჩევნო კომისიებში ე.წ ნეიტრალური წევრებისა და მმართველი პარტიის კავშირებზე.   ცესკოს შეფი გვადანაშაულებს, რომ თითქოს ჩვენ ამ პროცესის პოლიტიზირებით ვართ დაინტერესებული. 

პოლიტიკურ მიკერძოებულობაში გვადანაშაულებს ჩინოვნიკი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დაბლოკა და პარლამენტს კალანდარიშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად არ წარუდგინა. "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა და პრეზიდენტს ეს უფლება ხელიდან გამოაცალა. შეცვალეს კანონი და პრეზიდენტის გვერდის ავლით მმართველმა პარტიამ  თავად  დანიშნა კალანდარიშვილი, ოღონდ 6 თვის ნაცვლად, ადმინისტრაციის შეფის სავარძელი 6 წლით გადასცეს.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილსი რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები