მოჭრილი ხეები, ევაკუატორებით წაღებული მანქანები და გადაკეტილი გზები - გორში ივანიშვილის დასახვედრად ემზადებიან
დიდი სამზადისი მოძრავი აკვარიუმის და მისი ბინადრის დასახვედრად - მოჭრილი ხეები, მოხსნილი გარე განათების ლამპიონები და ევაკუატორებით წაღებული მანქანები. ამჯერად საგანგებო მდგომარეობა გორშია გამოცხადებული. შეშინებული ოლიგარქის მოლოდინში ქალაქი სრულიად პარალიზებლია. ივანიშვილის სტუმრობამდე 2 დღით ადრე, საკათედრო ტაძრამდე მიმავალი გზა გადაკეტეს და მიმდებარე ტერიტორია სრულიად გაასუფთავეს.
ასეთი მდგომარეობა იქნება ქალაქში 14 სექტემბრამდე, ვიდრე ოლიგარქი თავისი დაჯავშნილი მინების უკან არ გამოჩნდება, რამდენიმე წუთით და უკვე კარგად ნაცნობ სიტყვას კიდევ ერთხელ არ გადაგვამეორებინებს.
ტრადიციულად დაწყებულია საჯარო მოხელეებისა და პარტაქტივის მობილიზება. გამგეობებს, სკოლებს, ბაღებს და სხვა სახელმწიფო უწყებებს გეგმა აქვთ შესასრულებელი - ივანიშვილს სავსე მოედანი უნდა დაახვედრონ.