მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ვუყურებ ამ ოპოზიციურ არხებს აპოკალიფსია პირდაპირ - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციური არხები ქვეყანაში აპოკალიფსურ სურათს ქმნიან. ღარიბაშვილმა ამის შესახებ წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა.
მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ მშვიდად და ყოველგვარი პანიკის და ისტერიის გარეშე. თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში, აპოკალიფსია პირდაპირ. მთელ მსოფლიოში ეს ხდება, ევროპაში, ყველგან. მანამდე მომადგნენ, ყოველ დღე აქციებს მიტარებდნენ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ობიექტურად მაშინ ხალხი იყო შეწუხებული. ეს გავაკეთეთ. შემდეგ გავითვალისწინე მოსახლეობის ჩივილი და სტაბილური სიტუაციისას, როდესაც ვაქცინების შემოტანა დავიწყეთ, გავაუქმეთ პირბადის ტარების რეგულაციაც, დროებით, მაგრამ ვაკვირდებოდით სიტუაციას. ახლა ჩვენ შემოვიღეთ ასეთი რეგულაცია - 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება და მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიმყოფებით აქტიურ საარჩევნო კამანიაში, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.