2500 ლარიანი ჯარიმა ირაკლი ნადირაძეს და მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები - სასამართლო სხდომის დეტალები

12.09.24 20:29
2500 ლარიანი ჯარიმა ირაკლი ნადირაძეს და მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები - სასამართლო სხდომის დეტალები

 

აბსურდული საქმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით.  ირაკლი ნადირაძემ  2500 ლარიანი ჯარიმა მხოლოდ იმის გამო უნდა გადაიხადოს, რომ მეგობრის უკანონოდ დაკავება აპროტესტებდა. საკრებულოს დეპუტატის წინააღმდეგ შეკერილი საქმე მოწმე პოლიციელებმა სასამართლო დარბაზშივე ჩამოშალეს.

რადიკალურად განსხვავებული ჩვენებების  მიუხედავად  მოსამართლემ  სამართალდამრღვევად მაინც ირაკლი ნადირაძე გამოაცხადა. საკრებულოს დეპუტატს თანხის გადასახდელად შვიდი დღე აქვს. ნაციონალური მოძრაობის წევრი დარწმუნებულია, რომ  არაარსებული მტკიცებულებებით შეკერილი საქმე  წინასაარჩევნოდ მის განეიტრალებას უკავშირდება.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები