“ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი, წერტილი“ - გახარია
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ის არ აპირებს მისი ხმები ვინმეს გაუნაწილოს და თუ მისი ხმა გადამწყვეტი იქნება, მთავრობაშიც თვითონ იქნება გადამწყვეტი.
გახარიას განცხადებით, სწორედ ამ ხმებმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს მთავრობის ფორმირებაში და ასევე სხვა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში.
ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი, წერტილი. მე ამის რესურსიც მაქვს და დარწმუნებული ვარ. გადამწყვეტი ხმა იმიტომ ჰქვია მას, რომ ამ ხმებმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს მთავრობის ფორმირებაში, ასევე სხვა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, მე თუ გადამწყვეტი ხმა მექნება, მიშა სააკაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს ვაჩუქებ, როგორ ფიქრობთ? ნახავთ, სად წავა", -განაცხადა გახარიამ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.