იმას ეშინოდეს, ვისაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აქვს ჩადენილი - გოგაშვილი "ოცნებას" აკრიტიკებს

11.08.21 13:06
იმას ეშინოდეს, ვისაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აქვს ჩადენილი - გოგაშვილი "ოცნებას" აკრიტიკებს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი არ გამორიცხავს,რომ თბილსიის მერობის კანდიდატად იყაროს კენჭი. "ოცნების" ყოფილი გავლენიანი ფიგურა "პირველებთან" მმართველ პარტიას აკრიტიკებს და ამბოსბ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში არიან. 

ძალიან ხშირად გაუკეთებიათ საწინააღმდეგო განცხადებები, უბრალოდ შემდეგ მოქმედებებში არ გადადის. თუ არქმევ კრიმინალურ ძალას და თუ იძახი, რომ ის არის ტერორისტული ორგანიზაცია, მაშინ უზრუნველყავი საკანონმდებლო  საფუძვლებით მისი შეჩერება, გაყუქმება და ა.შ. 

ჩემ წინააღმდეგ პროვოკაციებსაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეხლა არ მინდა რომ ამაზე ვისაუბრო. იმას ეშინოდეს ვისაც რამე კანონი აქვს დარღვეული, ვისაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აქვს ჩადენილი, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და ვინც მოღალატეა. დღევანდელი ხელისუფლების განხილვაზე დროს არ დავკარგავ ისინი როგორც იმოქმედებენ ჩემი მხრიდან ადეკვატური ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგმევა", - ამბობს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილმა პოლიტიკური განაცხადი დღეს გააკეთა და "ამუკა გიორგაძის  „სახალხო პარტიას" შეუერთდა.